მარი ბურგუნდიელი (1393-1466)
მარი ბურგუნდიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1393 დიჟონი, ბურგუნდია |
გარდაცვალების თარიღი |
30 ოქტომბერი, 1466, (72-73 წლის) კალკარი, კლევი |
ეროვნება | ფრანგი |
წოდება |
კლევის ჰერცოგინია მარკის გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
შვილ(ებ)ი | რვა შვილი |
მშობლები |
მამა: ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი დედა: მარგარეტ ბავარიელი |
მარი ბურგუნდიელი (ფრანგ. Marie de Bourgogne; დ. 1393, დიჟონი, ბურგუნდია — გ. 30 ოქტომბერი, 1466, კალკარი, კლევი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილი. კლევის პირველი ჰერცოგინია როგორც ადოლფ I-ის მეუღლე და მისი რვა შვილის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი დაიბადა 1393 წელს დიჟონში, ბურგუნდიაში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მისი ცოლის, მარგარეტ ბავარიელის ასული. მას შემდეგ, რაც კლევის ჰერცოგ ადოლფ I-ს თავისი მეუღლე, აგნესა კურპფალცელი შვილის გარეშე გარდაეცვალა, მარი ადოლფზე დანიშნეს. მათი ქორწინება 1406 წლის მაისში შედგა და მრავალწლიანი ქორწინებიდან მათ რვა შვილი შეეძინათ.
1448 წელს ადოლფი გარდაიცვალა, ტახტზე მათი ვაჟი იოჰან I ავიდა. ამის შემდეგ მარიმ დატოვა მონტერბერგის სამეფო სასახლე და კალკარში გადასახლდა. 1449 წელს ჰერცოგი იოჰანი ახლო აღმოსავლური მოგზაურობიდან დაბრუნდა და მაშინვე, დედასთან ერთად დააარსა კალკარის მონასტერი, რომლის მშენებლობაც 1453 წელს დასრულდა. ცნობილია, რომ ამის შემდეგ, მან დიდი გავლენა იქონია კლევში ბამბისა და შალის მრეწველობის განვითარებაზეც. იგი გარდაიცვალა 1466 წელს, კალკარში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარგარეტე (1416—1444), პირველად ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ III-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ვიუტემბერგის გრაფ ულრიხ V-ზე იქორწინა;
- კათარინა (1417—1479), ცოლად გაჰყვა გელდერის გრაფ არნოლდს. მათი შთამომავალი იყო შოტლანდიის დედოფალი მარია დე გიზი და ასევე შოტლანდიისა და საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი მერი სტიუარტი;
- იოჰან I (1419—1481), კლევის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელიზაბეტ ნევერელი. მათი შთამომავალი იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეოთხე ცოლი, ლეგენდარული დედოფალი ანა კლეველი;
- ელიზაბეთი (1420—1488), ცოლად გაჰყვა შვარცბურგ-ბლანკენბურგის ჰერცოგ ჰაინრიხ XXVI-ს;
- აგნესი (1422—1446), ცოლად გაჰყვა ნავარის მეფე შარლ IV-ს;
- ჰელენა (1423—1471), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ ჰაინრიხ ძლევამოსილს;
- ადოლფი (1425—1492), რავენშტაინის ლორდი, ცოლად შეირთო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის შვილიშვილი, ბეატრიზ პორტუგალიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა დედამისის ძმის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ III-ის უკანონო ქალიშვილ ანა ბურგუნდიელზე;
- მარია (1426—1487), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ შარლ I-ს, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ლუი XII.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- anet Backhouse (1997). The illuminated page: ten centuries of manuscript painting in the British Library. p. 166.
- Aline S. Taylor (2002). Isabel of Burgundy. p. 64.
- Dominikaner in Kalkar, sur kirchesite.de.
- Die Dominikaner in Kalkar, sur le site KLE-point.
- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza (in Portuguese). Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.